მედია ანონსი
6 დეკემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ბაღდავაძე
+995 97 97 03 53
teonabagdavadze@gmail.com
ახალი სავაჭრო ქსელი " ნუგეში"
[PUBLICITY.GE] თბილისი,6 დეკემბერი, 2010 წელი -"ნუგეში" დეკემბრიდან თბილისის ყველა უბანში ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნას გეგმავს.
პრეს კონფერენცია ამ თემასთან დაკავშირებით, სამშაბათს, 7 დეკემბერს, 15.00 საათზე, სასტუმრო "Radisson Sas" ში გაიმართება.
"ნუგეშის" სავაჭრო ობიექტებში 100- ზე მეტი დასახელების უმაღლესი ხარისხის კვების პროდუქტი და პირველადი მოხმარების საქონელი გაიყიდება, რომლებიც 10 -20 % უფრო იაფი იქნება ვიდრე ძირითად სავაჭრო ობიექტებში.
საწყის ეტაპზე, ქ. თბილისში, გაიხსნება 80 თანამედროვე ტიპის სავაჭრო ობიექტი, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი, ერთიან მონაცემთა ბაზაში ჩართული კომპიუტიზირებული ელექტრონული სალარო აპარატით, შტრიხკოდის წამკითხავით, ელექტრო სასწორით და თერმული პრინტერით.
" ნუგეშის" მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ პენსიონერებს, დევნილებს, მრავალშვილიან ოჯახებს და იმ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში არიან ჩართულები.
" ნუგეში" მომხმარებელს კომფორტს მომსახურების ყველა ასპექტში ჰპირდება, სავაჭრო ობიექტები განთავსდება ისეთ ადგილებში, რომლებიც პენსიონერებისათვის ადვილად მისადგომი იქნება.
" ნუგეშის" სავაჭრო ქსელში არ მოხდება ფასების დამრგვალება , მაგ. თუ პურის ღირებულებაა 47 თეთრი, მომხმარებელი მასში გადაიხდის 47 თეთრს, და არა 50-55 რაც მხოლოდ ამ შემთხვევაში დამატებით, 6-15 %-იან დანაზოგს გულისხმობს.
"ნუგეშის" ქსელში მოხდება პროდუქციის ხარისხის, ვადების და ზუსტი წონის მკაცრი კონტროლი.
სავაჭრო ქსელში გადახდა " Liberty Bank" ( ლიბერთი ბანკის) სოციალური ბარათებით მოხდება.
" ნუგეშის " ობიექტებში, გაიყიდება, როგორც ადგილობრივი წამყვანი მწარმოებლების : (კოლხი, ბარამბო, ეკო ფუდი, მინისა და მინერალური წყლების კომპანია და სხვები) პროდუქტები, ისევე მაღალხარისხიანი იმპორტირებული პროდუქცია, რომლებზეც საქართველოში მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნუგეშის სავაჭრო ქსელში, პირველ ეტაპზე დასაქმდება 200 მდე თანამშრომელი, რომელთა გარკვეული ნაწილი, თბილისის მერიის დასაქმების პროგრამიდან იქნებიან შერჩეულები.
" მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და ჩვენი ბიზნეს პარტნიორების, ადგილობრივი მწარმოებლების და იმპორტიორების ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ამ პროექტის წამოწყება. გარდა იმ ფაქტისა, რომ " ნუგეშში" გაიყიდება უმაღლესი ხარისხის საკვები და პირველადი მოხმარების საგნები, 10-20%- ით უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ძირითად სავაჭრო ობიექტებში, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ეს თანამედროვე, საბარათე გადახდის სისტემით აღჭურვილი ობიექტები, განთავსდება თბილისის ყველა უბანში. რაც კიდევ დამატებითი დანაზოგი იქნება , როგორც დროის ისე თანხების მხრივაც, სოციალური ბარათების მქონე პირებისათვის" -განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა დავით ჟღენტმა.